იდლიბის პროვინციაში საევაკუაციო ავტობუსები დაწვეს. ინფორმაციას ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზიაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსები „ალ ქაიდას“ მოკავშირე დაჯგუფებამ დაწვა. ინციდენტის მიუხედავად, სირიის ცალკეულ რაიონებში მშვიდობიანი მოქალაქების ევაკუაცია გრძელდება. 18 დეკემბერს მიღწეული შეთანხმებით, ალეპოს იმ რაიონებიდან, რომელთაც ამ ეტაპზე ამბოხებულები აკონტროლებენ, ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. გაეროს მონაცემებით, ალეპოში გაუსაძლის პირობებში ათობით ათასი ადამიანი რჩება.