"ხალხის პარტიის" ლიდერ კობა დავითაშვილს დედაქალაქის მერობა სურს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე დავითაშვილმა საჯარო განცხადება დღეს გააკეთა.
"ვაპირებ მონაწილეობა მივიღო თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩემი კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე დავაყენო", - განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი მეორე კანდიდატია, რომელმაც დედაქალაქის მერობის სურვილი გამოთქვა. ამ პოსტისთვის ბრძოლას "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანიაც აპირებს.