საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ივლისში საქართველოში ჩამოვა. ეს ინფორმაცია დღეს პარიზში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბერნარ კუშნერის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
შეხვედრაზე სააკშვილმა და კუშნერმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე ისაუბრეს.