პრემიერ-მინისტრს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის უფლება მიენიჭება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში".
აღნიშნული კანონპროექტი მთავრობამ პარალმენტს განსახილველად 2010 წლის ბიუჯეტში ცვლლებების შეტანის პროექტთან ერთად წარუდგინა. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები უკვე დაწყებულია და ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტის განხილვის პარალელურად მიმდინარეობს. რაც შეხება თავად ცვლილებას, კანონპროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილი იქნება, თანხა გამოყოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან იმ შემთხვევაში, თუ ამ თანხის ოდენობა 100 ათას ლარზე ნაკლები იქნება.