ხვალ, 3 ნოემბერს, აფხაზეთიდან დევნილი 15 წლის პიანისტი ანა ყიფიანი (ლევან ინაშვილის კლასი) იაპონიაში ჰამამაცუს პიანისტთა მეშვიდე საერთაშორისო კორკურსში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. იგი 100 მონაწილიდან ერთ-ერთია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით კონკურსში მონაწილეობის მსურველთა 250 პრეტენდენტიდან პირველ ტურში შეირჩა.
ყიფიანი კონკურსზე შეასრულებს შუმანის "იუმორესკას~, შოპენის მე-3 სონატას, სკრიაბინის მე-2 სონატა "ფანტაზიას~ და ბეთჰოვენის ვარიაციებს.
ანა ყიფიანი არის კრაინევის მე-9 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი, პიანისტთა მრავალი სერთაშორისო და ეროვნული კონკურსების პირველი პრემიის ლაურეატი, კონკურსის "იტალია ღებულობს მეგობრებს~ და თV- მეზზო-ს მონაწილე.