დღეს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ოფისში პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის ახალი წევრი თემურ ლომსაძე წარადგინა, რომელიც "დემოკრატიულ მოძრაობაში" ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით იმუშავებს.
ბურჯანაძის მტკიცებით, ლომსაძეს ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.
"შევეცდებით, მისი გამოცდილების გამოყენებით ჩვენი პარტიის ყველა წევრს, და არა მხოლოდ მათ, სერიოზული დახმარება აღმოვუჩინოთ ამ კუთხით", - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
ახალი წევრის წარდგენის შემდეგ ბურჯანაძემ ჟურნალისტებს პარტიის წევრების, ზურაბ ავალიანისა და მერაბ ძიკვაძის ოჯახის წევრები გააცნო. ბურჯანაძის განცხადებით, ავალიანი და ძიკვაძე დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და მიუხედავად იმისა, რომ მათ ბრალეულობა ხელისუფლებამ ვერ დაამტკიცა, ეს უკანასკნელები, მაინც საპატიმროებში იმყოფებიან. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, "დემოკრატიული მოძრაობა" ავალიანისა და ძირკვაძის გათავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებს და ამ ბრძოლას სათავეში სწორედ თემურ ლომსაძე ჩაუდგება.