აჭარაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა საკრუიზო ტურიზმი, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათოვე ინფორმაციით, აჭარის რეგიონში საკრუიზო ტურიზმი საკმაოდ პოპულარული იყო საბჭოთა პერიოდში. 90-იან წლებში კი ფაქტიურად ბათუმის პორტში არც ერთი გემი არ შესულა. .
"2006 წლიდან ბათუმის პორტი საერთაშორისო საკრუიზო ასოციაცია "მედ კრუიზის" წევრი გახდა და მას შემდეგ ბათუმის პორტში შემოსულ საკრუიზო გემების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება", _ განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში
2010 წლის 2-5 ივნისს ქ. კონსტანცაში, რუმინეთში ჩატარდა "მედ კრუიზის" XXXVI გენერალური ასამბლეა, სადაც მონაწილეობა მიიღეს წევრმა კომპანიებმა და პორტების წარმომადგენლებმა, მათ შორის იყოს აჭარის დელეგაციაც.
ბათუმის პორტმა და კომპანია "აბ ვიზიტ აჭარა"-მ ასამბლეაზე გააკეთა პრეზენტაცია მათი საქმიანობის შესახებ, ასევე იმ სიახლეების შესახებ რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ბათუმის პორტსა და მთლიანად ბათუმში.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან
ვარშალომიძე, რომელიც აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ერთად სხვადასხვა სახის ბიზნესს შეხვედრებს.
აჭარაში ჩასული ტურისტების 91 % აჭარაში ვიზიტით კმაყოფილია
თბილისი.08.06.10."ჯი-ეიჩ-ენი". აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ჩაატარა შიდა ტურიზმის მარკეტინგული კვლევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განუცხადეს, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 91 % აჭარაში ჩადის დასვენების მიზნით, ყველაზე პოპულარული კურორტებია ბათუმი და ქობულეთი, შიდა ვიზიტორების დასვენების ხანგრძლივობა არის 10-15 დღე.
"რაც ყველაზე მეტად სასიამოვნოა, გამოკითხულთა 91 % კმაყოფილია აჭარაში ვიზიტით, ხოლო 98 პროცენტი კვლავ ჩამოვა აჭარაში დასასვენებლად', _ განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში
სატელეფონო გამოკითხვის შედეგად გამოიკითხა 1,000 რესპოდენტი საქართველოს 5 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ოზურგეთი და ხაშური. კვლევის მეთოდი იყო რაოდენობრივი.