მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აჭარას 79 ათას 113 ვიზიტორი სტუმრობდა, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ეს მაჩვენებლი წინა წლის იანვარ-მაისთან შედარებით 413 %-ით მეტია, ხოლო 2008-თან შედარებით კი 210 %-ით მეტი.
2009 წლის იანვარ-მაისში სულ აჭარაში ჩამოვიდა 15407 ვიზიტორი, ხოლო 2008 წლის იანვარ-მაისში კი 25535.
"2010 წლის პირველ ხუთ თვეში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 22990, რაც 2009 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 356 %-ით მეტია, ხოლო 2008-სთან შედარებით კი 147 %-ით მეტი. 2009 წლის იანვარ-მაისში აჭარას სტუმრობდა 5043 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2008 წელს კი 9284", _ განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში