ტელეკომპანია "კავკასიაში" დაკავებული 7 პირის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე მანიფესტაცია მიმდინარეობს.
მანიფესტაცია "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წარმომადგენლების ორგანიზებით ეწყობა, მასში ასევე მონაწილეობენ მოძრაობები "არა", "წინ", "კონსერვატიული პარტია", "ერეკლე II-ის საზოგადოება."
აქციიის მონაწილეები ხელისუფლებისაგან დაკავებულების გათავისუფლებას დაუყოვნებლივ ითხოვენ.