"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ბანკიდან გაუსვლელად ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენას სთავაზობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბანკიდან აცნობეს, მომხმარებელს ეძლევა საშუალება ბანკიდან გაუსვლელად, ერთდროულად ვებ-გვერდზე შეარჩიოს საზღვარგარეთ ავტომობილი, შეუკვეთოს და შეიძინოს.
"საქართველოს ბანკის" კოსტავას #70-ში განთავსებულ სერვის-ცენტრში, მომხმარებელს დახვდება ავტოდილერი კომპანიის "STRADA"-ს წარმომადგენელი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საზღვარგარეთ ავტომობილის მოძიებაში დაეხმარება, რომლის შეძენაც ბანკის ავტო-სესხის საშუალებით გახდება შესაძლებელი. სესხი მომხმარებელს ადგილზე დაუმტკიცდება.
მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება "საქართველოს ბანკის" ავტო-სესხის მოქნილი პირობებით ისარგებლოს და მანქანის ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის დაფინანსება მიიღოს.
ავტოდილერი კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება შესაძლებელია პირდაპირ, ტელეფონის ნომერზე 444 307, ისევე როგორც "საქართველოს ბანკის" კოსტავას #70_ში არსებულ სერვის-ცენტრში მისვლით.