დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავადა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, დიღმიდან ვაგზლის მიმართულებით მოძრავი #15 ნომერი სამგზავრო ავტობუსს აუდის მარკის ჯიპი შეეჯახა, რის შემდეგაც ავტობუსი გადატრიალდა.
ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში უკვე გადაიყვანეს. გიორგაძის განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.