დღეს, 8 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: "პირველი ქართული კომპანია, რომელიც ბიზნესის წარმოებას ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყებს".
კომპანია UGT (იუ-ჯი-თი) ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესის დაწყების თაობაზე. აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ დალასში, ფუნქციონირება დაიწყო UGT LLC-მ. UGT ხდება პირველი ქართული კომპანია, რომელიც საქართველოს პარალელურად ოპერირებას (ბიზნესის წარმოებას) იწყებს აშშ-ში. კომპანია საქმიანობას განახორციელებს აშშ-ის როგორც სამთავრობო, ასევე კომერციულ სექტორში.
პრესკონფერენციას წაუძღვება კომპანია იუ-ჯი-თის გენერალური დირექტორი და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე და UGT LLC-ს მმართველი დირექტორი ვაუტერ მეტცი (Wouter Metz).
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესის წარმოების დაწყებასთან ერთად, UGT საქართველოში ქმნის ვენჩერულ ფონდს, რომლის ძირითადი მიზანი საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სივრცეში ნოვაციური იდეების და პროექტების დაფინანსება იქნება