მარნეულში, მეურნეობა "ლომთაგორაში", მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი გაიხსნა.
ბრიტანეთის გლობალური პროგრამის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული კლინიკა, სასოფლო-სამეურნეო კვლევების ჩატარებას და დაავადებული მცენარეების დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს. კლინიკაში დაავადებული მცენარეების ნიმუშებს დიაგნოზს დაუსვამენ და უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ პესტიციდურ საშუალებებს შეურჩევენ.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აგრონომები და ფიტოპათოლოგიების სპეციალისტები ფერმერებს, მცენარეთა დაავადებებით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან. ბრიტანულმა მხარემ საშუალება მისცა ოთხ საერთაშორისო ექსპერტს, ქართველი მეცნიერებისთვის დამატებითი დახმარება აღმოეჩინათ.
კლინიკა ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ორგანიზებით გაიხსნა, რომლის მიზანია, მოსავლის პროდუქტიულობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მცენარეთა დაავადებების შესახებ ფერმერთა ცოდნის ამაღლება.