"საქართველოს ბანკის" (LSE: BGEO GSE: GEB) ინფორმაციით, 31 მაისის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან ბანკის მიერ გაცემული სესხების მოცულობამ თითქმის 637 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მხოლოდ აპრილსა და მაისში ბანკმა 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხი გასცა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს "საქართველოს ბანკმა" რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა, როგორც სამშენებლო, ისე ჯანდაცვისა და ტურიზმის სექტორში. კერძოდ კი, ბათუმში სამი სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოებული საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა 16 მილიონი დოლარით დააფინასა, თბილისში სასტუმრო "Hოლიდაყ Iნნ"-ის მშენებლობისთვის 13 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი და თბილისში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის - საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობისთვის 5.8 მილიონი დოლარის დაფინანსება გამოყო.
ამასთან, "საქართველოს ბანკი" სხვადასხვა ტიპის სესხზე მომხმარებლისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს. მომხმარებლს შეუძლია ისარგებლოს იპოთეკური სესხით 14%-ანი განაკვეთით და მიკრო სესხით საპროცენტო განაკვეთით 15%-დან.
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, "საქართველოს ბანკმა" მომხმარებელს ახალი ტურისტული სესხი "მოგზაური+" შესთავაზა, საპროცენტო განაკვეთით 0%-დან და საშეღავათო პერიოდით 1 თვე. "მოგზაური+"-ით სარგებლობისთვის საკმარისია ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარის ოდენობით.