ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს განცხადებით უწყებაში ცვლილებები იგეგმება და დეტალებს დღეს პარლამენტის წევრებს გააცნობს.
მისი თქმით, არსებული გეგმა მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილია.
,,ძირითადი ცვლილებები იქნება რამდენიმე მიმართულებით განხორციელებული. პირველი ეს არის უზრუნველყოფა უფრო მიწვდომადი და ხარისხიანი ჯანდაცვის. მეორე - ეს არის მედიკამენტების კომპონენტზე მიწვდომადობის გაძლიერება და მესამე - არის სამედიცინო დახმარების სერვისების განფასების ახალი ინტეგრალური სისტემის დანერგვა“, - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, გარკვეული ცვლილებები შეეხება ასევე, საყოველთაო დაზღვევასაც.
,,ამ მიმართულებით მთავარი ამოცანაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მდგრადობა და გამოყენებული იყოს ახალი მიდგომები, რომელიც სამედიცინო დახმარებას უფრო ხარისხიანს და უფრო მიწვდომადს, მეორე მხრივ, კი უფრო ხარჯთეფექტურს გახდის”, დასძინა მინისტრობის კანდიდატმა.