მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს თავისუფალი მედიის უფლებების დასაცავად.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელთა განცხადებით, ოპოზიციის ბრძოლამ გარკვეული შედეგი გამოიღო და ხელისუფლება იძულებული გახდა, "ტელეარხ 25"-ის ანგარიშზე ყადაღა მოეხსნა, რითაც სამაუწყებლო კომპანიის ქონების აუქციონზე გაყიდვის საფრთხე, პარაქტიკულად, გამოირიცხა.
მიუხედავად ამისა, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ სამართლიანობა ბოლომდე დაცული არ არის. მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამის საფუძველს იძლევა თავად სამაუწყებლო კომპანია "ტელეარხ 25"-ის ხელმძღვანელობის პოზიცია, რომლებიც აცხადებენ, რომ ტელეკომპანიას არანაირი ვალი არ გააჩნია და შესაბამისად, მისი რესტრუქტურიზაცია სრული აბსურდია.