ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უახლოეს ხანებში არ იგეგმება. ამის შსახებ რუსეთის პრეზიდენტმა პერუს სამიტზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, მას ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობის იმედი აქვს, თუმცა წინასაარჩევნო რიტორიკა და რეალური პოლიტიკა ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება. „ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად გაართმევს თავს ტრამპი იმ პრობლემებს, რომელიც დღეს შეერთებული შტატების წინაშე დგას,“-აღნიშნა პუტინმა.