ნატოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები თავდაცვის ბიუჯეტს გაზრდიან. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა სტამბოლში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 62-ე სესიაზე განაცხადა. „დღეისათვის ამ პროცესს ატლანტიკის ორივე მხარეს ვხედავთ. თუ ევროკავშირი და კანადა ამ მაჩვენებელს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტამდე გაზრდიან, საერთო ბიუჯეტში დამატებით 100 მილიარდ დოლარს მივიღებთ,“-აღნიშნა სტოლტენბერგმა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კომენტარი თეთრი სახლის მომავალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გააკეთა. მისი თქმით, ტრამპმა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა.