ევროპარლამენტის ოთხდღიანი სესიის ფარგლებში, რომელიც დღეს სტრასბურგში იხსნება, ერთ-ერთ განსახილველ საკითხად რუსულ მედიისთან საინფორმაციო დაპირისპირების საკითხია გამოტანილი. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 23 ნოემბერს კენჭი ეყრება სპეციალურ რეზოლუციას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვი ევროკავშირთან მიმართებაში „მტრულ პროპაგანდას“ ატარებს, რის გამოც ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კონტრპროპაგანდული პროექტები დამატებით უნდა დააფინანსონ.