ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, უბედურ შემთხვევას 133 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. ტრაგედია ქალაქ კანპურში გუშინ დილით დატრიალდა. სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 16 ვაგონი გადატრიალდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.