პრინცი ჰარი კარიბის ზღვის კუნძულებზე 15 დღით გაემგზავრა. სამეფო ოჯახის ცნობით, პრინცის ვიზიტი ოფიციალურია, თუმცა ჰარი კუნძულებზე არც გართობაზე იტყვის უარს. ჰარი იმ ექვს ქვეყანას ეწვევა, სადაც დედოფალი ელიზაბეტ მეორე სახელმწიფოს მეთაურად ითვლება. პრინცის ვიზიტი ბარბადოსის დამოუკიდებლობის 50 წლისთავს ემთხვევა. ნოემბრის ბოლოს, დამოუკიდებლობის 35 -ე წლისთავს აღნიშნავს ანტიგუა და ბარბუდაც.