სირიაში ავიაიერიშების შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი ავრცელებს. გასული დღე ღამის განმავლობაში დაიბომბა დასახლებული რაიონებიც. ჭურვი მოხვდა სკოლასაც. გაეროს ინფორმაციით კი ალეპოს აღმოსავლეთ რაიონში საჰაერო დარტყმების შედეგად ყველა საავადმყოფო დაზიანდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამოყენებული იყო ქიმიური იარაღიც. პარალელურად, სირიის მთავრობამ გაეროს წარმომადგენლის, სტეფან დე მისტურას წინადადებაზე უარი თქვა. გეგმა ამბოხებულებისთვის ალეპოს აღმოსავლეთ რაიონების გადაცემას და ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა.