შვედეთის ქალაქ გიოთებორგში ერთ- ერთ ავტოსადგომზე ავტომობილი აფეთქდა. აფეთქებამდე ქუჩაზე სროლის ხმაც ისმოდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სამი პირი დააკავა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.