მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა სტამბოლში. ათასობით აქტივისტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვან გოგონებთან სექსის გამო მამაკაცები აღარ დაისჯებიან, თუ მათზე იქორწინებენ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს პრაქტიკულად არასრულწლოვანთა გაუპატიურების ლეგალიზება იქნება. პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით პრეზიდენტმა ერდოგანმა მიმართა, რასაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.