ოდესის გუბერნატორი უკრაინაში ახალ მოძრაობას ქმნის. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს. მისივე თქმით, „ახალი ძალების მოძრაობა“ უკვე ბევრ რეგიონში დაიწყო.
„მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას, ჩვენს რიგებში გაერთიანდეს. ჩვენ ქვეყანაში კარდინალურ ცვლილებებს ვიწყებთ,“-აცხადებს სააკაშვილი.
მოძრაობის აქტივისტები კიევში ე.წ. „ღია საბჭოზე“ სავარაუდოდ 27 ნოემბერს შეიკრიბებიან.