ავიაკატასტროფა ბრაზილიაში. რიო დე ჟანეიროს ღარიბულ დასახლებაში პოლიციის ვეტმფრენი ჩამოვარდა. სიდადე-დე-დუშის რაიონში მომხდარ ინციდენტს 4 პოლიციელი ემსხვერპლა. წინასწარი ვერსიით, ვეტმფრენი კრიმინალების დევნის ოპერაციაში იყო ჩართული. არ არის გამორიცხული, ის კრიმინალებს ჩამოეგდოთ.