ამერიკის მომავალი პრეზიდენტი თავის თანაპარტიელსა და ყველაზე დიდ კრიტიკოსს, მით რომნის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ ტრამპთან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა. მას არც ის დაუმალავს, რომ ახალი ადმინისტრაციის მისვლას თეთრ სახლში მოუთმენლად ელის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა მით რომნის სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზა.