აგვისტოს დეფლაციის შემდეგ, წლის ბოლოს წლიური 3 %-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი, ამის შესახებ დღეს, ეროვნულ ბანკში გამართულ, ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო დროს დაფიქსირებული მაკროეკონომიკური ტენდენციების პრეზენტაციაზე, ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
"აგვისტოს დეფლაციის შემდეგ, წლის ბოლოს წლიური 3 %-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. საშუალოვადიან პერიოდში სებ-ის ინფლაციის სამიზნე-მაჩვენებელი 6 %-ია", - განმარტა ქადაგიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, 2009 წლის ბოლოსთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგრძნობლად შემცირდება და 13 %-ს მიაღწევს.