ხვალ, 7 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ზაურ სახვაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ფერწერული ნამუშევრები და ფერადი ლინოგრავიურა.
გამოფენა ეძღვნება ქართველი ოლიმპიელის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას. ოლიმპიური კომიტეტის წევრები და სპორცმენის მეგობრები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა სპორცმენს.
ზაურ სახვაძეს გაკეთებული აქვს 12 პერსონალური გამოფენა, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში.
გამოფენა გაგრძელდება 15 ივნისამდე.