დღეს, 5 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ბოდბის დედათა მონასტერი უმასპინძლებს.
აფხაზეთის განათლებისა კულტურის სამინისტროს პროექტის "ჩვენ ერთად ვართ" ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ბოდბის სამონასტრო კომპლექს დაათვალიერებენ. ტრენერები ბავშვებს სარეაბილიტაციო აქტივობებს შესთავაზებენ, რომელიც მათ გონებრივ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას ემსახურება.
სპეციალურად ბავშვებისთვის სხვადასხვა თამაში მოეწყობა და პორტრეტი დაიხატება. მობილური ბიბლიოთეკა კი მოზარდებისთვის ანიმაციურ ფილმების ჩვენებას გამართავს. დღის ბოლოს ყველა მათგანს სიმბოლურად საჩუქარი გადაცემა.
აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები არიან ასოციაცია "ახალგაზრდა ტრენერთა თაობა" და ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი".