"საქართველოს ბანკი" ნავთობის ფასზე დამოკიდებულ საინვესტიციო ანაბრის მეოთხე სერიას გამოუშვებს. როგორც "საქართველოს ბანკში" განმარტავენ, "საინვესტიციო ანაბარი", სტანდარტული ვადიანი ანაბარია და ამავდროულად, საინვესტიციო პროდუქტი.
ამასთან, "საინვესტიციო ანაბრის" მფლობელი ამ ინვესტიციის შედეგად წაგებას არ ნახავს, რადგან "საინვესციტიო ანაბარს", ისევე როგორც სტანდარტულ ანაბარს, 6%-იანი სარგებელი გარანტირებულად დაერიცხება, ამასთანავე, შესაძლებელია მას დამატებითი სარგებელიც დაერიცხოს.
"საინვესტიციო ანაბარზე" დამატებითი სარგებელის მიღება სასაქონლო ბირჟაზე ნავთობის ფასის ცვლილებას უკავშირდება. "საინვესტიციო ანაბრის" გახსნისას, მეანაბრისთვის დგინდება ნავთობის საწყისი ფასი. იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის საბოლოო ფასი საწყის ფასთან შედარებით მოიმატებს, ანაბარს დამატებითი სარგებელი დაერიცხება. თუ ნავთობის საბოლოო ფასი საწყის ფასთან შედარებით შემცირდება ან უცვლელი დარჩება, მომხმარებელი მაინც მიიღებს გარანტირებულ სარგებელს, წლიური 6%-ის ოდენობით.
დამატებითი სარგებელის მიღება დამოკიდებულია ნავთობის საწყის ფასსა და საბოლოო ფასებს შორის, ზრდის წლიურ განაკვეთზე. მაქსიმალური, სარგებლის საპროცენტო განაკვეთი, გარანტირებულია და დამატებითი სარგებლის ჩათვლით, წლიურ 13%-ს შეადგენს. "საინვესტიციო ანაბრის" ვადა 6 თვე, მინიმალური შენატანის ოდენობა კი 5,000 აშშ დოლარია.