ზესტაფონში მცხოვრები მურმან მოდებაძის ქათამი, შესაძლოა, გინესის რეკორდების წიგნში შევიდეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მურმან მოდებაძემ განუცხადა, მისმა ქათამმა გიგანტური კვერცხი დადო, რომლის წონაც 170 გრამია.
"როცა ეს გინანტური კვერცხი ვნახეთ, დავინტერესდით რას იწონიდა. როგორ გაირკვა, გინესებში დღემდე შეტანილი გიგანტური კვერცხის წონა 162 გრამია. ჩემი ქათმის კვერცხის წონა კი 170 გრამი აღმოჩნდა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მოდებაძემ.
ცნობისთვის, ადგილობრივი ქათმის კვერცხის წონა 40_69 გ-ია, საშუალოდ კი იგი 54 გ-ს უდრის. ადგილობრივი ინდაურის კვერცხის წონა 75_80 გრამია.