საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები 25-27 ივნისს სლოვაკეთში"დიასპორის საინვესტიციო ფონდს" დააარსებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა დიაპაოსრის საკითხებში პაპუნა დავითაიამ გააკეთა.
დავითაიას თქმით, "დიასპორას საინვესტიციო ფონდი" შექმნა უკვე გადაწყვეტილია და ფონდის შექმნის მიზანი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაა. ფონდში თანხების ჩარიცხვა კი შეეძლებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც დანაზოგის სახით აქვთ მინიმუმ 20 ათასი ლარი. მისი განმარტებით, ფონდის დამფუძნებლები საზღვარგარეთ მცხოვრები ბიზნესმენები იქნებიან. დავიტაია იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმატებით განხორციელდება. ფონდის უფრო მეტად ეფექტური საქმიანობისათვის კი დავითაია ბიზნესმენებს ურჩევს, ფონდის მენეჯერებად უცხოელები აიყვანოს.
"საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების წასვლა სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი და ახლა უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება მათი პოტენციალი გამოქვეყნებული იქნას ქვეყნისთვის და როგორ შეიძლება ეს ხალხი საკუთარ ქვეყანას გამოადგეს", - აცახდებს დავითაია.
იგი აქცნეტს იმაზე აკეთებს, რომ ეს ფონდი აქტიურად ითანამშრომლებს საქრთველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა მიიიღოს ინფორმაცია, თუ რომელ დარგში სჯობს ინვესტიციების განხორციელება. გარდა ამისა, დავითაიამ სხდომაზე წარმოადგინა ანგარიში სახელმწიფო აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით - თუ როგორ მიმდინარეობს ურთიერთობა საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებთან. მან წარმოადგინა ანგარიში, თუ როგორ ჩაიარა 17-19 მაისს დიასპორას საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი პროექტის "დაბრუნება საქართველოში" განხორციელებამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენებისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს გაცნობას. დავითაიას შეფასებით, პროექტი განხორციელდა წარმატებით, ვინაიდან უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს გაუჩნდათ რეალური სურვილი ქვეყანაში ინვესტიციების დაბანდებისთვის. ერთ-ერთ მიღწევად დავითაია სწორედ "დიასპორას საინვესტიციო ფონდის" დაარსებას ასახელებს.
გარდა ამისა, დავითაიმ სხდომაზე ისაუბრა საქართველოში ზეთისხლის პლანტაციების გაშენებაზე. მისი თქმით, კახეთსა და გურიაში ინვესტიცვიების სახით უკვე გაშენებულია 120 ჰექტარი ზეთისხილი, აღნიშნული პროექტი გრძელდება და მომავალში პლანტაციების გაშენება მოხდება 1500 ჰექტარზე. მისი განმარტებით, ყოველ 100 ჰექტარზე პლანტაციის გაშენებისთვის დასაქმდება 300 ადამიანი.