ახალ საგადასახადო კოდექსში ორმაგი ინტერპრეტირების შესაძლებლობები მინიმუმამდეა დაყვანილი, აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია.
"საგადასახადო კოდექსში ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეა. რაც მთავარია, ნაკლები დებულებებია, რომელიც ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა", - აცხადებს პერტაია.
მისი თქმით, კოდექსში წარმოდგენლია თანამედროვე რეგულაციები, როგორიც არის მაგალითად, წინასწარი გადაწყვეტილება. წარმოდგენილია ორი ახანლი ცნება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს შეუმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს ხარჯთაღრიცხვის წარმოებას და ა.შ.
"ყველზე საინტერესო არის წინასწარი გადაწყვეტილება. ახლაც რომ მისწეროთ ფინანსთა სამინისტოს გარკვეული კითხვა მიიღებთ პასუხს, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და იგივე დაწერილი პასუხი, თუკი შესაბამისად იმოქმედებს მეწარმე არის შანსი რომ დაჯარიმდეს. ახალი კოდექსით კი ნებისმიერ გადაწყვეტილებას რომელსაც ფინანსთა სამინისტრო დაწერს ან მისწერს გადასახადის გადამხდელს ექნება იურიდიული ძლა. ეს არის კარგი, როგორც უცხოელი ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის", - აცხადებს პერტაია.
მისი თქმით, აღნიშნული ნორმით მეწარმეებს საშუალება ექნებათ წინასწარ გაიგონ თუ როგორ იმოქმედებს ამა თუ იმ მათ ოპერაციასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური. დაიბეგროს თავიანთი შემოსავლები და ა.შ.
"ამ კოდექსის წერა მიმდინარეობს ბიზნესთან ერთად. ამისთვის გავაკეთეთ სპეციალურად ცხელი ხაზი 28 28 28, არის სპეციალური ელექტონული ფოსტა. ნებისიერ ბიზნესმენს შუძლია დაგვიკავშირდეს და წარმოადგინოს თავისი შენიშვნები", _ აცხადებს პერტაია.
ბიზნესომბუდსმენი იმედოვნებს, რომ კოდექსის საბოლოო სრულყოფის საქმეში ბიზნესმენები აქტიურად ჩაერთვებიან.