ახალ საგადასახადო კოდექსს ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს და მას ბიზნეს ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი.
მინისტრი აცხადებს, რომ კოდექსი ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის.
კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ძირეულად იცვლება კოდექსის პრინციპები. პირველ რიგში, ეს შეეხება ადმინისტაიცულ ორგანოებთან ურთიერთობის გაცილებით გამარტივებას.
"მათ ექნებათ საშუალება წინასწარ იცოდნენ, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვთ, თუ როგორ და რანაირად დაიბეგრონ. ეს არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი", _ აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
ბაინდურაშვილი განმარტავს, რომ შემოდის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი. რომლის მიხედვით, კეთილსინდისიერ გადამხდელს შეიძლება მოეხსნას სანქციები თუ მან შეცდომა ჩაიდინა.
"შემოდის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი, რომლის მიხედვითაც კეთილსინდისიერ გადამხდელს შეიძლება მოეხსნას სანქციები თუ მან შეცდომა ჩაიდინა.
პრაქტიკულად, კოდექსი უკვე განასხვავებს შეცდომასა და ძალით ჩადენილ დანაშაულს. ეს ყველა დასავლური პრინციპები და ის ევროდირექტივები, რაც მოიპოვება სხვა განვითარებული ქვეყნების საგადასახადო კანონდებლობაში დღეს უკვე შემოდის ჩვენს სისტემაში", - აცხადებს მინისტრი.
მინისტრიეს განცხადებით, ძველმა კოდექსმა საკუთარი თავი ამოწურა.
"მაშინ იმ ეტაპზე ეს კოდექსი საჭირო იყო. დღეს ეს კოდექსი უკვე საჭრო აღარ არის და ჩვენ ფიქრობთ რომ თავისუფლად შეგვიძლია წავიდეთ ამ ნაბიჯზე და გავამარტივოთ ბიზნესის ცხოვრება და ბიზნესის კეთება", _ აცხადებს კახა ბაინდურაშვილი.