საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, უკრაინაში შესაძლოა, პოლიტიკურ პარტია “ხვილიას” (ტალღა) ჩაუდგეს სათავეში. მოსაზრება ამის შესახებ, უკრაინის სახალხო დეპუტატმა ნატალია ნოვაკმა გამოთქვა, რომელიც “ხვილიას” შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრია.
,,პარტია ჯერ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ამ პარტიის შექმნის საინიციატივო ჯგუფი. შესაძლოა, ამ პარტიის ჩამოყალიბების პროცესი დაჩქარდეს, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი მართლაც ჩაუდგეს მას სათავეში”, -განაცხადა ნოვაკმა.
ამავე დროს, უკრაინელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფს აღნიშნული საკითხი ჯერ არ განუხილავს. მისი თქმით, პარტიის დაფუძნებელი ყრილობა შესაძლოა, თებერვალში გაიმართოს.