უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
შესაბამისი კითხვით მას უკრაინელმა ჟურნალისტებმა კიევში, ნაციონალური პოლიციის შექმნის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე მიმართეს.
“თუ ოდესმე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, თქვენ ამის შესახებ პირველები გაიგებთ”, - მიმართა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს.
დეკანოიძე ასევე გამოეხმაურა გიორგი ლორთქიფანიძის ოდესის პოლიციის უფროსის თანამდბეობიდან გადადგომას.
“ყოველთვის სამწუხარა, როდესაც პატიოსანი პოლიციელები ტოვებენ თანამდებობას”, - განაცხადა მან.