საბჭოეთის ბელადის რესტავრირებული მონუმენტი ბელარუსის დედაქალაქში საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ლენინის ძეგლი მინსკის ტრაქტორების ქარხანის შესასვლელთან „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის“ თარიღის არსანიშნავად დაიდგა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მონუმენტის დემონტაჟი განხორციელდა. მას შემდეგ ლენინის ძეგლმა ბინა ქარხნის ეზოში დაიდო. მას ხან მწვანედ, ხანაც რუხ ფერად ღებავდნენ. ვეტერანი კომუნისტების თხოვნით, ქარხნის ხელმძღვანელობამ ძეგლს პირვანდელი სახე და ძველი ადგილი დაუბრუნა.