ფილიპინები შეერთებული შტატებიდან იარაღის იმპორტს წყვეტს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა როდროგო დუტერტემ განაცხადა. მისივე თქმით, ფილიპინები ალტერნატიულ მიმწოდებელს ეძებს, რომელიც ქვეყანას უკეთეს პირობებს შესთავაზებს. მანამდე ფილიპინების თავდაცვის მინისტრმა დელფინ ლორენსანმა განაცხადა, რომ ფილიპინებს აშშ-ს სამხედრო დახმარება არ ესაჭიროება.