ფლორიდაში ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ მიტინგზე თეთრი სახლის ლიდერმა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს დასცინა. „თუ დონალდი ტვიტერის აქაუნთს ვერ მართავს, როგორ უნდა ვანდოთ მას ბირთვული ჩემოდანი?“-განაცხადა ობამამ. დაცინვის ობიექტად ტრამპი მას შემდეგ იქცა, რაც ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო შტაბმა მას ტვიტერში პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა. სოციალურ ქსელებში ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტების გამო მისი თანაგუნდელები უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ აღმოჩდნენ.