გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თიტქოსდა ორნელა მუტის რუსეთის მოქალაქეობა სურს, ოფიციალური მოსკოვი არ ადასტურებს. კრემლის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ცნობილ იტალიელ მსახიობს რუსეთისთვის მსგავსი თხოვნით არ მიუმართავს. ორნელა მუტის გეგმებზე გუშინ მისმა მეგობარმა, მსახიობმა ალექსანდრ რევამ ისაუბრა. მისი თქმით, ორნელა საჭიდო დოკუმენტებს უკვე ამზადებს.