ჩინეთში თანამდებობა სამმა მინისტრმა დატოვა. ფინანსების, სამოქალაქო ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებების თანამდებობებზე ახალი კანდიდატები დაინიშნა. ფინანსთა მინისტრის გადაყენების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, მაგრამ როგორც სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში კატასტროფულად შენელდა. რაც შეეხება სამოქალაქო ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრების შეცვლას, ჩინური მედიის ცნობით, ეს ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა.