დღეს, 4 ივნისს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა შიდა ქართლის გუბერნატორთან ლადო ვარძელაშვილთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სკრაში და მოხისში წყლის მილების რეაბილიტაციას და მთლიანი სისტემისა და სადრენაჟე არხების პრობლემების მოგვარებას.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და ხსნის საერთაშორისო კომიტეტთან გაფორმებული დოკუმენტი კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა სანიტარულ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.