ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. ეგზიტპოლის მონაცემებით, არჩევნების პირველ ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი რუმენ რადევი ლიდერობს, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 25-მა პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზე კი ხმათა 23 პროცენტით პარტია გერბის ლიდერი ცეცკა ცაჩევაა. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არ შეიცვლება, ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.