არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატთა რეიტინგში სხვაობა 4 პროცენტამდე შემცირდა. ერთობლივი გამოკითხვა ამჯერად „ვოლ სთრით ჯორნალმა“ და „ენბისიმ“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ჰილარი კლინტონს ხმას რესპოდენტთა 44 პროცენტი აძლევს, დონალდ ტრამპს კი მხარს 40 პროცენტი უჭერს.