დონალდ ტრამპს ტვიტერს აღარ გააკარებენ. გადაწყვეტილება რესპუბლიკელი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა მიიღო, რომელიც ტრამპის სკანდალური პოსტების გამო უხერხულ სიტუაციაში არაერთხელ აღმოჩნდა. ტრამპის გვერდის რედაქტირებით დღეიდან მისი შტაბის წევრები დაკავდებიან. მათთან შეუთანხმებლად ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტებს აღარ გამოაქვეყნებს.