დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში კლინტონის ელექტრონული წერილების საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს. საგანგებო განცხადება პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კლინტონის საქმის გამოძიება ისევ შეაჩერა. როგორც ეფბიაის შეფმა ჯეიმს კომიმ განაცხადა, ჰილარი კლინტონის ახალ ელექტრონულ წერილებში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, რის გამოც გამოძიების დაწყებას აზრი აღარ აქვს. ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა ტრამპის საარჩევნო შტაბმაც. რესპუბლიკელი კანდიდატის თანაგუნდელებმა ეფბიაის გუნდი სამსახურებრივ გულგრილობაში დაადანაშაულეს.