5 ივნისს, 11 საათზე, "ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი" და "საქართველოს მწვანე ავტოკლუბი" კამპანია "პარტნიორობა გარემოს დაცვისათვის" ფარგლებში, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ატარებს ავტომობილების გამონაბოლქვის ნებაყოფლობით, უფასო შემოწმების აქციას.
აქცია გაიმართება "მაჰას" სადიაგნოსტიკე სადგურში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიბრძანდეს და ავტომობილის გამონაბოლქვის უფასო კონტროლით, თავისი წვლილი შეიტანოს დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის დაცვის საქმეში.
მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი (`ტოიოტას" ცენტრის გვერდით)