ერაყის სამთავრობო ძალები მოსულის აეროპორტს მიუახლოვდნენ და ქალაქ ჰამამალალილის ცენტრია იღეს. როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან შეტაკებები ახლა მდინარე ტიგროსის დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარეობს. ერაყელი სამხედროები და ქურთი მებრძოლები ჯიჰადისტების პოზიციებს საერთაშორისო კოალიციური ძალების მხარდაჭერით უტევენ. მოსულის პარალელურად, სპეცოპერაცია იწყება ისლამისტების დედაქალაქად წოდებულ რაქას ასაღებადაც. სამხედრო ოპერაცია ამჯერადაც საერთაშორისო კოალიციის დახმარებით წარიმართება.