FBI-ის მაღალჩინოსნებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 8 ნოემბერს, მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ სამი შტატის ხელმძღვანელობას აცნობეს. FBI-ის ცნობით, ვირჯინიაში, ნიუ-იორკსა და ტეხასში არჩევნების დღეს სავარაუდოდ ალ-ქაიდას წევრებს ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობები შეიძლება ჰქონდეთ.
FBI-ის გაფრთხილება ზოგადია და არ მოიცავს უფრო კონკრეტულ ინფორმაციას თუ სად იგეგმება ტერორისტული აქტების მოწყობა და რის საფუძველზე გაჩნდა ეჭვი, რომ სამ შტატში შესაძლოა, არჩევნების დღეს გარკვეული ინციდენტები მოხდეს, რომლებიც რადიკალი ისლამისტების მიერ იქნება ორგანიზებული.